კომპანია „ნატახტარი“ მონაწილეობით რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

26.04.16

Image

შევარდენის სანაკრებო ბაზაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. მრჩეველთა საბჭო რაგბის კავშირის ინიციატივით ახლახანს ჩამოყალიბდა, რომელიც მსგავს შეხვედრებს პერიოდულად გამართავს.

მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანი გარეშე პირებისგან ახალი იდეებისა და მოსაზრებების მოზიდვა, მათი განხილვა და განხორციელებაა. თუმცა ეს წრე არ წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს.საბჭოს ამჟამინდელი წევრები არიან კომპანია “ნატახტარის” მარკეტინგის მენეჯერითორნიკე ნიკოლაიშვილი,“თი-ბი-სი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილებადრი ჯაფარიძე,კომპანია “სილქროუდის” წარმომადგენელიკაკი რამიშვილიდა სხვა პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.არსებული წრე დახურული არ არის და დამატებითი წევრების არჩევა მოხდება ინდივიდუალური შერჩევის პრინციპით.