პირველი ქართული რეკლამა გადაღებული სოხუმსა და თბილისში!

07.04.16

Image

უსაზღვრო მეგობრობის ამბავი!

პირველი ქართული რეკლამა რომელიც სოხუმსა და თბილისშია გადაღებული!ვიდეო რეალურ ამბავს ეფუძნება და მისი ნაწილი დღევანდელ სოხუმშია გადაღებული. ისტორია მოგვითხრობს იმ, ერთი შეხედვით, უჩინარ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენკედლების ნაცვლად ხიდები აშენონ”.

ლუდი ნატახტრის ბრენდმენეჯერი ანა ქარჩავა: „წლებია ლუდი ნატახტარი მეგობრობაზე საუბრობს. კონტექსტი მრავალფეროვანია: მხიარულება, თანადგომა და უბრალოდ ერთად ყოფნა, როგორც მეგობრობის განუყოფელი ნაწილი.დადგა დრო და ბრენდმა გადაწყვიტა ესაუბრა მეგობრობაზე სხვა ჭრილში, ისეთ მეგობრობაზე, რომელიც ხელოვნურად აშენებული დაბრკოლებების მიუხედავად არ ეგუება ფიზიკურ სიშორეს და რთულად, მაგრამ მაინც აშენებს ხიდებსხიდებს საერთო მოგონებებისგან…“