„ფონდი ნატახტარი“: მზრუნველობამოკლებული ბავშვების და მოზარდების პრობლემის ეპისტოლეში ხსენება პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს

05.05.16

Image

„ფონდი ნატახტარი“ ეხმაურება სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებას მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და მოზარდების პრობლემის მოგვარებაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პატრიარქის მიერ პრობლემის აქტუალიზაცია ხელს შეუწყობს მის მოგვარებაში მნიშვნელოვანი გარდატეხის მიღწევას.

კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციული დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განცხადებით: „მინდა მადლობა გადავუხადო პატრიარქს სააღდგომო ეპისტოლეში მზრუნველობამოკლებული მოზარდების საკითხის დასმისთვის. „ფონდი ნატახტარი“ უკვე 5 წლის განმავლობაში ეხმარება ზრუნვას მოკლებული მოზარდების გაძლიერებას - მათ განათლებასა და დასაქმებას, ამიტომ ჩვენ კარგად ვიცით ეს საკითხი და გვესმის პრობლემის სიღრმე. მინდა აღვნიშნო ბოლო პერიოდში დაწყებული კამპანიის „ყველა ბავშვი ოჯახში“ მნიშვნელობაც. ვფიქრობ ეს კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება ერთი პრობლემის მოსაგვარებლად გაერთიანდეს სახელმწიფო, ეკლესია, ბიზნესი და სამოქალაქო სექტორის და ყველამ ერთად ხელი შევუწყოთ მოზარდების გაძლიერებას, იქნება ეს განათლების ხელმისაწვდომობა, დასაქმების პერსპექტივის შექმნა თუ ოჯახის გაძლიერება - ფონდი სამივე მიმართულებით აქტიურობს“.